მიხეილ ყაველაშვილი – “ცა იკეტება“ – ეს ფრაზა ზუსტად ასახავს ნაცმოძრაობის მდგომარეობას”

მიხეილ ყაველაშვილი - "ცა იკეტება“ - ეს ფრაზა ზუსტად ასახავს ნაცმოძრაობის მდგომარეობას" საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით აბასთუმნის თავზე ცა იკეტება და შესაბამისად საჰაერო ფრენები აიკრძალება.

ყაველაშვილი ამბობს, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია, რომელიც ზუსტად ასახავს „ნაციონალური მოძრაობის” მდგომარეობას.

„იმდენი სისულელე და ფეიკ ნიუსი მოვისმინე აბასთუმანთან დაკავშირებით, რომ არ გამკვირვებია მორიგი აბსურდი, „ცა იკეტება” – ეს ფრაზა ზუსტად ასახავს „ნაცმოძრაობის” მდგომარეობას. თან რატომღაც, აბსურდის მასშტაბი ასმაგდება, როცა საშუალება ჩნდება, რომ ესა თუ ის საკითხი ბიძინა ივანიშვილის სახელს დაუკავშირონ. უფრო სერიოზულ კომენტარს მე ამ თემაზე ამ ეტაპზე არ გავაკეთებ. როგორც ვიცი, უახლოეს მომავალში გვექნება საშუალება სრულყოფილად ვუპასუხოთ ყველა ამ აბსურდულ ბრალდებას”, – ამბობს ყაველაშვილი „პრაიმტაიმთან”.