მიწისძვრა ფილიპინებში – 5 ადამიანი დაიღუპა

მიწისძვრა ფილიპინებში - 5 ადამიანი დაიღუპაფილიპინებში 6.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას სულ მცირე 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

მიწისძვრა კოტაბატოს პროვინციაში, ქალაქ ტულინანის ჩრდილო-აღმოსავლეთის დაახლოებით 33 კილომეტრში მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს 16 ოქტომბრის შემდეგ ფილიპინებში მომხდარი მესამე ძლიერი მიწისძვრაა.

16 ოქტომბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 6.3-მაგნიტუდა შეადგინა, 29 ოქტომბერს კი ქვეყანაში 6.6 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სამივე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილია 20 ადამიანი.

იპნ