მოდრიჩი ელ-კლასიკოს გამოტოვებს

მოდრიჩი ელ-კლასიკოს გამოტოვებსმადრიდის რეალის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი ბარსელონას წინააღმდეგ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს. მოდრიჩმა ტრავმა უელსის ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და ამ მიზეზით მას დაახლოებით ორი კვირა გაუცდება. მოდრიჩის დაბრუნებას ნოემბრის დასაწყისში ვარაუდობენ.

მოდრიჩმა სეზონის დასაწყისში უკვე გამოტოვა რამდენიმე შეხვედრა და შესაძლოა მისთვის ეს ტრავმა ქრონიკული გახდეს. ელ-კლასიკო ბარსელონაში 26 ოქტომბერს ჩატარდება და მოდრიჩი რეალისთვის დიდი დანაკლისი იქნება.