მოკრივე პატრიკ დეი ბრძოლის შემდეგ 4 დღეში გარდაიცვალა

მოკრივე პატრიკ დეი ბრძოლის შემდეგ 4 დღეში გარდაიცვალაკრივში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. საშუალო წონაში მოასპარეზე პატრიკ დეი ჩარლზ კონველთან ნოკაუტით წაგების შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა და 4 დღის შემდეგ გარდაიცვალა. დეიმ მეათე რაუნდში წააგო ნოკაუტით და მას ტვინის მძიმე ტრავმა ჰქონდა, რომელიც გახდა მისი სიკვდილის მიზეზი.

წელს ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მოკრივე ბრძოლის შემდეგ დაიღუპა.  რუსი მაქსიმ დადაშევი და არგენტინელი უგო სანტილიანი 23 და 25 ივლისს გარდაიცვალენ და მიზეზი ისევ ტვინის მძიმე ტრავმა იყო, რომლებიც მათ ბრძოლის დროს მიიღეს.