მოურინიომ დორტმუნდის ბორუსიას უარი უთხრა

მოურინიომ დორტმუნდის ბორუსიას უარი უთხრაჟოზე მოურინიომ კიდევ ერთი გუნდი უარით გაისტუმრა და ის კვლავინდებურად უკლუბოდ არის. ამჯერად მოურიოთი დორტმუნდის ბორუსია იყო დაინტერესებული, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო და სულ მალე შესაძლოა ლუსიენ ფავრი თანამდებობიდან გაანთავისუფლონ.

მოურინიოს ბორუსიას ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ გუნდის გაწვრთნაზე მან უარი თქვა. ვრცელდება ინფორმაცია რომ ის რეალისგან ელოდება წინადადებას და მზად არის სამეფო გუნდში დაბრუნდეს. მოურინიო რეალს 2010-2013 წლებში წვრთნიდა.