მოურინიომ ლიონს უარი უთხრა

მოურინიომ ლიონს უარი უთხრალიონის პრეზიდენტმა ჟან მიშელ ოლასმა განაცხადა რომ ლიონმა ჟოზე მოურინიოს მთავარი მწვრთნელობა შესთავაზა, მაგრამ ჟოზემ უარი განაცხადა. ოლასის თქმით მოურინიოს ის პირადად ესაუბრა, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის დარწმუნება ვერ შეძლო.

ასევე  გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მოურინიომ თავისი მომავალი გუნდი უკვე აირჩია და ამ გუნდის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. თვითონ ჟოზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.