მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდა

მუხიანში ერთმანეთს 7 მანქანა შეეჯახა - 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაშავდარამდენიმე წუთის წინ თბილისში, მუხიანში, ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა, მათ შორის სამარშრუტო ტაქსიცაა.

შემთხვევის შედეგად, ქვეითად მოსიარულე მოხუცი ადგილზე გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

დაზარალებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკებში გადაიყვანეს. მათ შესაბამისი სამედიცინო კვლევა უტარდებათ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

რუსთავი 2