ნანი ფუტკარაია – ”ჩართული უთო გადამატარეს ზურგზე, პურის საჭრელი დანით დამჭრეს”

ნანი ფუტკარაია - ”ჩართული უთო გადამატარეს ზურგზე, პურის საჭრელი დანით დამჭრეს”ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ უთოთი აწამეს, მომხდარ საზარელ ფაქტს იხსენებს. ნანი ფუტკარაია “მთავართან” ამბობს, რომ თავდამსხმელს ფეხზე ბახილები ეცვა, სახეზე კი ნიღაბი ეკეთა.
მისი თქმით, ბოროტმოქმედმა ის უთოთი დაწვა და შემდეგ პურის საჭრელი დანით დაჭრა. ახალგაზრდა ქალი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი 38.000 ლარს ითხოვდა. საბოლოო ჯამში კი 3.500 დოლარისა და 3.000 ლარის წაღება მოახერხა.
ნანა ფუტკარაია ამბობს, რომ ის სასტიკად ნაცემი და ნაწამებია.
“ჰქონდა იარაღი, რომელიც ედო ქამარში, თუმცა იარაღი არ გამოუყენებია. დამანახა, რომ ჰქონდა. უთო მე თვითონ მქონდა ჩართული, რაც გადამატარეს ზურგზე. ითხოვდნენ თანხას, რომელიც სახლში ეგულებოდათ. თუმცა არ მქონდა იმდენი, რამდენსაც ელოდნენ, რამაც აგრესია გამოიწვია.

38.000 ლარს ითხოვდა. სახლში 3.500 დოლარი და 3.000 ლარი იყო. ეს თანხა და ოქროულობა წაიღეს”- აცხადებს დაზარალებული.
ფუტკარაია ამბობს, რომ არ იცის, ვინ შეიძლება იდგეს თავდასხმის უკან.

ნიუპოსტი