“ნათია გოგალაძე ირაკლი დეკანოიძემ ღამე მტკვარზე ჩაიყვანა და ეს წყალი აატივტივებს შენს გვამსო, უთხრა” – რას ყვება მოკლულის და

"ნათია გოგალაძე ირაკლი დეკანოიძემ ღამე მტკვარზე ჩაიყვანა და ეს წყალი აატივტივებს შენს გვამსო, უთხრა" - რას ყვება მოკლულის დახაშურში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ “კურიერმა” გარდაცვლილის დასთან ინტერვიუ ჩაწერა. ირმა გოგალაძე ყვება, რომ მისი დის მკვლელობის მცდელობა გარდაცვლილის მეუღლეს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა.

“მამას შვილებთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა, ბავშვებს აღარ უნდოდათ მაგის დანახვა. რაც დედამისი ჩამოვიდა ევროპიდან და ბავშვები წამოვიყვანეთ, აღარ უნდოდათ მაგასთან მიბრუნება, მაგან გააღიზიანა ალბათ, განსაკუთრებით მარიამს ექცეოდა ცუდად, შენც დედაშენის ნაირი გაიზრდებიო და მიშომ რამდენიმეჯერ შეუსწრო, რომ ცემდა დედამისს მამამისი. თავისთავად ბავშვებმა დედისკენ გამოიწიეს მერე მივხვდით უკვე, რომ ბავშვებსაც აძულებდა დედას. უნდოდა, რომ თვითონ წაეყვანა.

არც ძალადობაზე იხევდა უკან. ზოგადად ეჭვიანი იყო, ღამე ავუყენებივარო და მტკვარზე ჩავუყვანივარო ერთხელ და იარაღი ჰქონდა წამოღებულიო და ასე მითხრაო შენ თუ ჭკვიანად არ იქნები და შენ თუ ასე არ მოიქცევი ეს წყალი აატივტივებს შენს გვამსო. ერთხელ ნასვამი იყო ირაკლი და შელაპარაკებულან და ტოლჩა ჩაარტყა თავში და ნაკერებიც ჰქონდა, მაშინ პოლიციამ წაიყვანა ირაკლი და ხელწერილიც ჰქონდა მგონი და მას შემდეგ დაინგრა უკვე მაგათი ოჯახი. მანქანა მოითხოვა მანქანა მიყიდეო ნათიას უთხრა და უარი მიიღო მანქანის ყიდვაზე, მერე ბავშვებთან  კონტაქტი შეუწყვიტა,”-ამბობს გარდაცვლილის და.

შეგახსენებთ, რომ ხაშურში მეუღლის მიერ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ცხელ კვალზე გვიან საღამოს დააკავა.

რუსთავი 2

"ნათია გოგალაძე ირაკლი დეკანოიძემ ღამე მტკვარზე ჩაიყვანა და ეს წყალი აატივტივებს შენს გვამსო, უთხრა" - რას ყვება მოკლულის და