ნეიმარმა ისევ ტრავმა მიიღო

ნეიმარმა ისევ ტრავმა მიიღობრაზილიის ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა ნაკრების თამაშის დროს ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ 3 კვირას გამოტოვებს. ბოლო პერიოდში ნეიმარი საკმაოდ ხშირად იღებს ტრავმებს და სწორედ ამ მიზეზით მან ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამოტოვა, როგორც ნაკრებში, ასევე გუნდშიც.

ამჯერად ტრავმა სერიოზული არ არის, მაგრამ ნეიმარს ისევ მოუწევს რამდენიმე მატჩის ტრიბუნიდან ყურება, რაც პსჟ-ს ფანებს უფრო გააღიზიანებს. გულშემატკივრები ბრაზილიელ ვარსკვლავს ისედაც უსტვენდნენ, რადგან ფიქრობენ რომ მას პსჟ-ში თამაში არ უნდა.