ნიკა მელია – “ან მეუფე იაკობი დაამტკიცებს თავის სიმართლეს, ან პასუხს აგებს ის, ვისზეც საუბრობს”

ნიკა მელია - "ან მეუფე იაკობი დაამტკიცებს თავის სიმართლეს, ან პასუხს აგებს ის, ვისზეც საუბრობს"“არ მინდა დავიჯერო, რომ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც სერიოზულად არ აღიქვამს ამ განცხადებას”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია მეუფე იაკობის სკანდალური განცხადებას აფასებს და თვლის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაა საჭირო.

„მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება, ვინც სერიოზულად არ აღიქვამს ამ განცხადებას. პრემიერ-მინისტრის კაბინეტში მოქმედი პრემიერისა და შსს მინისტრის თანდასწრებით საუბარი იმაზე, რომ პატრიარქი უნდა იქნას გადაყენებული და მეუფე შიო უნდა აირჩეს პატრიარქად, ამ ყველაფერზე საუბრობენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორც მინიმუმ, საჭიროებს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას. გამოძიების ფარგლებში კი გაირკვევა შემდეგი რამე – ან მეუფე იაკობი დაამტკიცებს თავის სიმართლეს, ან პასუხს აგებს ის, ვისზეც საუბრობს მეუფე” – განაცხადა ნიკა მელიამ.