ნიკა მელია – ”ოქრუაშვილი არ არის ”პარკეტის” პოლიტიკოსი, ის ციხეში მხოლოდ იმიტომ ზის, რომ ივანიშვილს უნდა”

ნიკა მელია - ''ოქრუაშვილი არ არის ''პარკეტის'' პოლიტიკოსი, ის ციხეში მხოლოდ  იმიტომ  ზის, რომ ივანიშვილს  უნდა''ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მელიასათვის ელექტრონული სამაჯურის ტარების სანაცვლოდ სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების – პირადი თავდებობის გამოყენებას.

მელია მოსამართლე კერატიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მას მიაჩნია, რომ ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკოსებს ”კერატიშვილებისა და თადუმაძეების მეშვეობით აპატიმრებს”

პროცესის მიმდინარეობის პარალელურად მან ტვ პირველის ეთერში განცხადება გააკეთა:

”რისთვის ჰყავთ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებული. იდგა ხალხის მასაში თეთრი პერანგით, რკალით შემოხაზეს სურათზე და ისრით აჩვენებდნენ, ვითომ კანონს არღვევდა. შეიძლება მე ფორმალურად მომედავონ, რომ პარლამენტში შესვლისკენ მოვუწოდებდი, ირაკლი ოქრუაშვილთან მოსადავებელიც არ აქვთ.
ივანიშვილს ყელში ამოუვიდა მის მიმართ ოქრუაშვილის ბრალდებები და ციხეში შეუშვა კერატიშვილებისა და თადუმაძეების მეშვეობით.
ოქრუაშვილი შემთხვევით არ არის გამოკეტილი. ის ივანიშვილის ხელისუფლებისთვის  საფრთხის შემცველი პოლიტიკოსია. მას შეუძლია იყოს აქტიური მანიფესტაციების დროსაც. არსებობენ ე.წ პარკეტის პოლიტიკოსები და არსებობენ აქტიური პოლიტიკოსები. ოქრუაშვილი გამოირჩევა შეუპოვრობით, აქტიურობით. ის არ ზის ციხეში სამართლიანად, კანონიერად. ზის მხოლოდ იმიტო, რომ ერთ კაცს, ივანიშვილს ასე უნდა, – განაცხადა ნიკა მელიამ ტვ პირველის ეთერში.