გაერთიანებული ოპოზიციისა და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ნიკა მელია მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც სახელმწიფო რეკეტის უმძიმეს ფაქტებზე ღიად საუბრობს.
ენმ-ს პოლისტსაბჭოს ხერლმნძღვანელი ასახელებს კონკრეტულ საქმეებს, რომელიც სისხლის სამართლებრივი დანაშაულების ნიშნებს შეიცავს და რომლის გამო ყოფილი მთავარი პროკურორი, ირაკლი ფარცხალაძე ციხეში უნდა იჯდეს.
მელიას თქმით, ივანიშვილთან კავშირის გამო, ფარცხალაძე ხელშეუხებელია.
“ყოფილი პრემიერ-მინისტრის საკნიდან გაყვანა, სპორტის ყოფილი მინისტრის სარდაფში ჩაყვანა, კონსტიტუციურ ორგანოს ხელმძღვანელზე, ბატონ თორდიაზე ფიზიკური თავდასხმა, ასობით მილიონი ლარის მიტაცება, რაზეც ბატონ ფარცხალაძეს უკვე ათობით ადამიანი ამხელს. გუშინ გავიგეთ 15 მილიონი ლარის საქმის შესახებ. ეს არის 5 რეზონანსული საქმე, რომლის შესახებ ამ ქვეყანაში ბავშვმაც კი იცის. კითხვა ისმის – რატომ არ ისჯება ფარცხალაძე?! შემთხვევით იმიტომ ხომ არა, რომ ის მჭიდროდ დაკავშირებულია ერთ ძალიან მდიდარ კერძო პირთან – ბატონ ბიძინა ივანიშვილთან?! ახლა ივანიშვილი ფიქრობს, რომ ფარცხალაძეს თუ დააკავებს, ყოფილი მთავარი პროკურორი ალაპარაკდება და ხუხულასავით ჩამოენგრევა მისი არაფორმალური წეს-ჩვეულება, რომელიც არის ქვეყანაში”- აცხადებს მელია.

