ზარდიაშვილის პარლამენტიდან წასვლა ივანიშვილის პიარ-სვლაა, თითქოს „ოცნება“ ხალხისთვის არასასურველი პოლიტიკოსებისგან თავისუფლდება, – განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ, ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილების, კომენტირებისას.
“ვანო ზარდიაშვილი იყო ამ პოლიტიკის გამტარებელი და სწორედ ივანიშვილმა მიანიჭაზარდიაშვილს უფლებამოსილება მისი ნაცნობობის გამო. როგორც ვიცი, მას პირადი ნაცნობობა აკავშირებს სასამართლოს წევრებთან, მაგრამ რასაკვირველია ზარდიაშვილსარც ამის უფლებამოსილება ჰქონდა და არც ამხელა წონა, რომ დამოუკიდებლად ეწარმოებინა ვინმეს ლობირება. მით უმეტეს დამორჩილებული სასამართლოს უკანონოდ დამორჩილება.
ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა არჩევნების წინ მისი ნების აღმსრულებელი, ამასთანავე ნეგატიური და ოდიოზური ფიგურების ჩამოშორება და განცდის შექმნა თითქოს ემიჯნება მათ. რა თქმა უნდა ეს ასე არაა.
ზარდიაშვილის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ არის პოზიტიური, თუნდაც მისი უღირსი საქციელის გამო, რაც მან უხვად ჩაიდინა. კერძოდ, ბოლოს რაც მან ჩაიდინა ეკა ბესელიას მიმართ სრულიად უხამსი განცხადების გამო, მაგრამ ზარდიაშვილი არ არის პოლიტიკის მწარმოებელი. ის, ისევე როგორც „ოცნების“ ნებისმიერი სხვა დეპუტატი არ განსაზღვრავს „ოცნების“ პოლიტიკას. ასე, რომ ეს არის ივანიშვილის ე. წ. პიარ-სვლა, თითქოს „ოცნება“ თავისუფლდება იმ სახეებისგან, რომლებიც ხალხისთვის არასასურველ პოლიტიკას აწარმოებენ. თუმცა, ვნახავთ, რომ იქნება ის პოლიტიკა, რაც ივანიშვილს უნდა, იქნება თუ არა ვანო ზარდიაშვილი პარლამენტში და ეს გამოჩნდება მოსამართლეების არჩევის თემასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
პირველირადიო

