ნოდარ მელაძე პროკურატურაში მივიდა

ნოდარ მელაძე პროკურატურაში მივიდასამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ნოდარ მელაძეს საგამოძიებო უწყებასთან კოლეგები და მეგობრები დახვდნენ.

როგორც ნოდარ მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არ ყოფილა ცხელი წერტილი, სადაც არ უმუშავია და ვერც პროკურატურაში დაბარებები შეაშინებს.

„ყველა კრიტიკული ტელევიზიის მფლობელის წინააღმდეგ დაიწყეს ე.წ. სამართლებრივი პროცედურები, რასაც კანონთან და სამართლთან საერთო არაფერი აქვს. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია. ქვეყანა რომ დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედია“, – განაცხადა მელაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

იპნ