ოლე გუნარ სოლსკიაერი:”პოგბას გარეშეც შეგვიძლია თამაში”

ოლე გუნარ სოლსკიაერი:”პოგბას გარეშეც შეგვიძლია თამაში”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა პოგბას ტრავმაზე ისაუბრა და თქვა რომ გუნდს მის გარეშეც შეუძლია კარგად თამაში და შედეგის მიღწევა. ამასთან ერთად სოლსკიაერმა პოგბას მალე გამოჯანმრთელება უსურვა:

”იმედი მაქვს პოგბა მოედანზე უფრო ძლიერი დაბრუნდება და იმედი მაქვს რომ ეს მალე მოხდება. ვფიქრობ მის გარეშეც შეგვიძლია კარგად თამაში და მე უკვე გამოვძებნე ფეხბურთელი, რომელიც პოგბას შეცვლის. ეს ფრედი იქნება”.

შემდეგ შეხვედრას მანჩესტერ იუნაიტედი საკუთარ მოედანზე ჩელსისთან გამართავს.