მამუკა ხაზარაძის თქმით, პარტიას 12 დეკემბერს დააფუძნებს. ამის შესახებ მან “ლელოს” ახალი წევრების წარადგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიის სათავო ოფისი რკინიგზის სადგურთან, “თბილისი ცენტრალში” განთავსდება
ხაზარაძემ დღეს ასევე წარადგინა საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ახალი 12 წევრი.
ესენია: ლევან ასლანიშვილი – საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი; ანი ბიბილაშვილი – არქიტექტორი; კახა ჯუღელი – ბიზნესმენი; ნინო შათირიშვილი – ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი; თამაზ სეფიაშვილი – კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტი; ხათუნა ბერიშვილი – ლობჟანიძე – დიასახლისი; ბექა ყულოშვილი – ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი; გიორგი მკტრიჩიანი – კომუნიკაციების სპეციალისტი; დათო მესხი – ბუღალტერი; დავით დარბაიძე – ინჟინერ-მექანიკოსი; ნატალია დევდარიანი – უცხო ენების სპეციალისტი; თათია ჯიმშიტაშვილი – სამართალმცოდნე.

