ფილტვების ანთება

ფილტვების ანთება

ფილტვების ანთება სერიოზული დაავადებაა, თუმცა ხშირად არასწორად ვარაუდობენ თუ საიდან ჩნდება ის.

რეალურად, მხოლოდ ვირუსის ან სპეციფიკური ბაქტერიის დამსახურებაა ფილტვების ანთება.

პნევმონია ფილტვების ინფექციაა, რომელიც სითხეს წარმოშობს, რაც თავის მხრივ ხველას, მაღალ ტემპერატურას და გაძნელებულ სუნთქვას იწვევს. დაავადება შესაძლოა საკმაოდ მძიმე ფორმის იყოს, ამიტომ აუცილებელია  ექიმთან ვიზიტი, მის გამოსარიცხად ან საფუძვლიანად სამკურნალოდ.

როგორ უნდა მიხვდეთ რომ თქვენ ფილტვების ანთება გეწყებათ?!

თუ გაწუხებთ ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტკივილი მკერდის არეში, ასევე მაღალი ტემპერატურა, კონცენტრირების გართულება, ციებცხელება, კუნთების ტკივილი და საერთო სისუსტე, ე.ი დროა ექიმს მიმართოთ.

როგორ ავირიდოთ თავიდან ეს საშინელი პროცესი?როგორ ავირიდოთ თავიდან ეს საშინელი პროცესი?

არსებობს რამდენიმე მეთოდი, მთავარია პრევენცია იყოს დროული.

ძლიერი იმუნიტეტი

პირველ რიგში მიაქციეთ ყურადღება ღვიძლს, თურმე სწორედ მასზეა დამოკიდებული ძლიერი იმუნიტეტიც, ამიტომ ჯანსაღი კვება არის პირველი ნაბიჯი ჯანმრთელობისკენ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ზოგადად ეცადეთ იცხოვროთ აქრიური, ფიზიკური აქტივობით დატვირთული რეჟიმით, წყალი ასევე მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზმი არ გამოიფიტოს და ვირუსისთვის საუკეთესო გარემოდ არ იქცეს.

აცრა

როგორც წესი გრიპი არის ფილტვების ანთების მთავარი გამომწვევი მიზეზი, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო აცრა შესაძლოა სწორი პრევენცი იყოს, თუმცა აცრამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, განსაკუთრებით თუ არაგეგმიური აცრაა.

ჰიგიენა

ბაქტერიების გავრცელებას ხელს უწყობს ჰიგიენის წესების უგულვებელყოფა. დაიბანეთ ხელები ხშირად, ეს წესი არამხოლოდ ფილტვების ანთებას არამედ ნებისმიერ სხვა ინფექციური დაავადების რისკს შეამცირებს.

არა თამბაქოს

მწეველი ადამიანი ყოველთვის დიდი რისკის ქვეშ არის, მითუმეტეს როდესაც საქმე ფილტვებს ეხება, თამბაქო აზიანებს ფილტვის შესაძლებლობას აირიდოს თავიდან ინფექცია.

თავდაცვა

არის პერიოდები როდესაც ვირუსული ინფექციური დაავადებებეის გავრცელება უფრო ხშირია, ამ დროს ეცადეთ თავი აარიდოთ კონტაქტს და პირადი ნივთების სხვებთან გაზიარებას, ასევე შესაძლოა პირბადით დაიცვათ თავი ხალხმრავალ ადგილებში.

ექიმის დანიშნულება უპირველესია, თუმცა სახლის პირობებში ორი ფაქტორი უწყობს ხელს გამოჯანმრთელებას: საკმარისი დასვენება -ძალების აღსადგენად, ჯანსაღი კვედა და დიდი რაოდენობით სითხე.

გახსოვდეთ, დაავადების მკურნალობა იწყება იმის აღიარებით, რომ ავად ხართ, მითუმეტეს როდესაც საქმე ფილტვების ანთებას ეხება, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ შესაძლოა არ დაგჭირდეთ მკურნალობა, თუმცა როგორც ამბობენ არავინაა დაზღვეული მათ გარდა ვისაც ჯანმრთელობის დაზღვევა აქვს.

გიყვარდეთ საკუთარი თავი  და გისურვებთ ჯანმრთელობას!