პირები, რომელთა ცხედრები სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან

პირები, რომელთა ცხედრები სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიანადამიანები, რომელთა ცხედრებიც ესექსში, სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან.

პოლიცია აგრძელებს 25 წლის მძღოლის, მო რობინსონის დაკითხვას, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ ორ სახლში რეიდი განახორციელა „ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენის მიზნით“.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა.

იპნ