პოჩეტინო: ”ბაიერნმა ყველა დარტყმა გაიტანა”

პოჩეტინო: ”ბაიერნმა ყველა დარტყმა გაიტანა”ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე მიუნჰენის ბაიერნთან გამანადგურებელი მარცხი იწვნია 2:7 და ბუნებრივია ასეთი ანგარიშის შემდეგ მაურისიო პოჩეტინოს უამრავი კითხვა დაუსვეს. არგენტინელმა სპეციალისტმა თავი გაიმართლა და თქვა რომ მის გუნდს უბრალოდ არ გაუმართლა:

”თამაში კარგად დავიწყეთ და პირველი ტაიმის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა რომ ასეთი ანგარიში დაფიქსირდებოდა. ეს კატასტროფაა, მაგრამ უბრალოდ არ გაგვიმართლა. ბაიერნმა ყველა დარტყმული გაიტანა”.