პოლ პოგბა დეკემბრამდე ვერ ითამაშებს

პოლ პოგბა დეკემბრამდე ვერ ითამაშებსმანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ლიდერის პოლ პოგბას ტრავმა უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ამას ვარაუდობდნენ და ის სავარაუდოდ მოედანს დეკემბრის შუა რიცხვებში დაუბრუნდება.

ამის შესახებ ოლე გუნარ სოლსკიაერმა განაცხადა: ”ვფიქრობ პოგბა დეკემბერში დაბრუნდება და მისი ტრავმა სამწუხაროდ სერიოზული აღმოჩნდა. ჩვენ შევეცდებით მის გარეშეც მივაღწიოთ წარმატებას”. ბოლო შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედმა სტუმრად ნორვიჩთან 3:0 მოიგო.