პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნო

პროკურატურამ თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნოპროკურატურამ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, დაზარალებულად სცნო.

„საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.