პროკურორ სალომე ადეიშვილის სკანდალზე გენინსპექციამ შემოწმება დაიწყო

პროკურორ სალომე ადეიშვილის სკანდალზე გენინსპექციამ შემოწმება დაიწყოსაქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სალომე ადეიშვილის სკანდალურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამსახურეობრივი შემოწმება დაიწყო.

“საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება 2019 წლის 22 ოქტომბერს ყოფილი პროკურორის სალომე ადეიშვილის მიერ სოციალურ ქსელ “Facebook”-ის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის განცხადებაში მითითებულ ყველა გარემოებას და მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ნიუპოსტი