ქუთაისის ტორპედომ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა

ქუთაისის ტორპედომ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტაქართულმა საფეხბურთო კლუბმა ქუთაისის „ტორპედომ“ ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. აღნიშნულის მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობაა.

კლუბი ბიზნესმენმა ზაალ ჩაჩავამ რამდენიმე თვის წინ მიატოვა და ამ ეტაპისთვის გუნდს 3 მილიონ ლარამდე აქვს დავალიანება. ქუთაისის „ტორპედოს“ მოთამაშეებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ.

„კლუბში რამდენიმე თვეა ფინანსური პრობლემებია. გუნდის 10-12 ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზაზე ცხოვრობდა, მაგრამ კლუბში იმდენად ცუდი მდგომარეობაა, რომ ფეხბურთელებს კვებაზეც კი პრობლემები შეექმნათ. შესაბამისად, ფეხბურთელები მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ვარჯიშზე უარი განაცხადონ. გუნდიდან არც ერთი ფეხბურთელი არ წასულა. 19 ოქტომბერს გუნდს ეროვნულ ლიგაში თამაში აქვს და როგორ მივა ამ დრომდე ეს გუნდი, არავინ იცის“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

იპნ