რაკიტიჩი შესაძლოა ბარსელონადან წავიდეს

რაკიტიჩი შესაძლოა ბარსელონადან წავიდესბარსელონას ხორვატმა ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა განაცხადა რომ თუ მას სათამაშო პრაქტიკა არ მოემატება ბარსელონაში ის გუნდს დატოვებს. რაკიტიჩის თქმით მას სურს ფეხბურთის თამაში და თუ ბარსელონაში არ მიცემენ ამის საშუალებას, მაშინ ის სხვა კლუბში გადავა:

”ბარსელონაში ცხოვრება ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის და მინდა რომ ვითამაშო. ახლა რთულ მდგომარეობაში ვარ და თუ არაფერი შეიცვალა, მაშინ გუნდის დატოვებაზე ვიფიქრებ”. წლევანდელ სეზონში რაკიტიჩი ესპანეთის ჩემპიონატში ბარსელონას სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთხელ გამოვიდა.