რუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს

რუსეთის დუმის სპიკერი: საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოსრუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა სალომე ზურაბიშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა,-ინფორმაციას ავრცელებს tass-ი

,,საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საჯაროდ მოიხადოს ბოდიში თავისი ანტირუსული განცხადებების გამო და გაემიჯნოს ამ რიტორიკას“,- განაცხადა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

რუსი მაღალჩინოსნის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს ამ სიძულვილის ენისთვის და აუხსნას თავისი პოზიციის შესახებ საზოგადოებას. ვოლოდინს ვერ წარმოუდგენია, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოს ხელისუფლებასთან წარმატებული ურთიერთობა ამ დაძაბული მდგომარეობის ფონზე.

დუმის სპიკერმა აღნიშნა, რომ ანტირუსული დღის წესრიგი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ინიცირებული და შემდგომ განხორციელებულია აშშ-ს სატელიტი ქვეყნების მიერ ,რომელთა შორისაც მოიაზრებს ბალტიის სახელმწიფოებს, პოლონეთს, უკრაინასა და საქართველოს. მისი თქმით, ზემოხსენებული ქვეყნები განვითარებაზე არ ფიქრობენ, რადგან ირჩევენ კონფლიქტის გზას, როცა შეიძლება ურთიერთობების დამყარება, ურთიერთპატივისცემა, კეთილმეზობულური დამოკიდებულების გაჩენა. ვოლოდინის თქმით, ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან კონფლიქტისკენ ესწრაფვიან უდიდესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდებიან, როგორც ეს მოხდა საქართველოს შემთხვევაში.

საქართველოზე საუბრისას, რუსი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ვიღაცას აწყობდა თბილისისა და მოსკოვის ერთმანეთში დაპირისპირება რუსული საპარლამენტო დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლისას. რუსი დეპუტატის თქმით, იმის ნაცვლად, რომ საქართველოს პრეზიდენტს არსებული სიტუაცია ლოგიკურად შეეფასებინა, მან რუსეთი გამოიყვანა აგრესორად და დამნაშავედ კონფლიქტისა და დაპირისპირების გაღვივებაში.

გურიის მოამბე