რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცა

რუსეთმა ტარიელ ონიანი ესპანეთს გადასცარუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ შერემეტიევოს აეროპორტში ესპანელ სამართალდამცველებს ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი (მულუხოვი) გადასცა, რომელიც ცნობილია „ტაროს“ მეტსახელით. ამის შესახებ „კომერსანტი“ იუწყება.

ონიანი გაზაფხულზე მას შემდეგ დააკავეს, რაც ბიზნემენის გატაცებისთვის 10 წლიანი ვადა მოიხადა. ესპანეთმა „ტაროზე“ 2006 წელს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

„გასამართლებულის ესპანეთში ექსტრადირებას ხელს უშლიდა რუსეთის მოქლაქეობა. შსს-მ კომპეტენტურ სამსახურებთან თანამშრომლობით გაარკვია, რომ მოქალაქეობა მიღებული აქვს კანონდარღვევით, რის შედეგადაც, მას რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა“, – განაცხადა რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა.

ტარიელ ონიანი 2019 წელს კოლონიის დატოვებისთანავე დააკავეს. ესპანეთში მას ბრალად ედება დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგალიზება. ამ საქმეზე 2005 წელს ქვეყანაში ესპანეთის, რუსეთის, საქართველოსა და უკრაინის 25 მოქალაქე დააკავეს, რომლის დროსაც 800-ზე მეტი საბანკო ანგარიში დაიბლოკა.

იპნ