რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობა ხაშურელმა ბიზნესმენმა ლევან ღონღაძემ შეუკვეთა?

რუსთავში დავით მუმლაძის მკვლელობა ხაშურელმა ბიზნესმენმა ლევან ღონღაძემ შეუკვეთა?რუსთავში მომხდარი შემზარავი მკვლელობის ახალი დეტალები – ბიზნესმენი, ლევან ღონღაძე, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით 35 წლის დავით მუმლაძის, იგივე ზურა დადეშელის, მკვლელობის შემკვეთად სახელდება, პირველ კომენტარს “მთავართან” აკეთებს.

ხაშურში მცხოვრები ღონღაძე, მეტსახელად ავღანიჩი, სუპერმარკეტების ქსელ – “მაგნატს” ფლობს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავით მუმლაძის მკვლელობა სწორედ ღონღაძემ შეუკვეთა.

“მთავარის” ინფორმაციით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, “ავღანიჩმა” მუმლაძე ბეისბოლის ბიტით სცემა.

დაპირისპირებას უარყოფს ლევან ღონღაძე. მისი თქმით, მუმლაძე მისი ბავშვობის მეგობარი იყო და ბოლოს მკვლელობამდე 3 კვირით ადრე ნახა.

“მთავარის” ინფორმაციითვე, აღნიშნულ შეხვედრაზე ლევან ღონღაძემ დავით მუმლაძეს იმ პირების ლიკვიდაციაში დახმარება შესთავაზა, რომლებიც ამჟამად დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულები არიან.
“ჩემი მეგობარი იყო, მიენდეთ გამოძიებას. ვინ ვის მიაყენა შეურაცხყოფა?! ასეთი რამ არ ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში. სანამ გარდაიცვლებოდა სამი კვირით ადრე ვნახე ჩემი მეგობარი. ვადასტურებ, რომ ჩვენს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა. გამოძიებაც საქმის კურსშია და იციან, რა და როგორ იყო.
მე არავის დავუკითხივარ”- აცხადებს ღონღაძე.

ბიზნესმენის თქმით, ის ყოფილი პოლიციელია და ბეისბოლის ბიტა არ სჭირდება. ღონღაძის თქმით, ის იმ პოლიციელებს არ იცნობს, რომლებიც საქმეზე დააკავეს.

ღონღაძე ამბობს, რომ მეგობრის გასვენებაში არ იმყოფებოდა, რადგან რუსეთში იყო.

ნიუპოსტი