სალომე ზურაბიშვილი  მოატყუეს – პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს

სალომე ზურაბიშვილი  მოატყუეს - პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღესსალომე ზურაბიშვილი სასტიკად მოატყუეს, ანტიკვარულ ავეჯზე შეყვარებულ პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს. რესტავრატორებმა 35 ლარიანი მატერია უძველეს, ათასებად ნაყიდ სკამებს და სამეულებს გადააკრეს.

“მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ ორბელიანის სასახლის თვალისმომჭერელი ფუფუნების საგნების ნაწილი ლილოს ბაზრობაზეა შეძენილი.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ათონელის ქუჩაზე ორბელიანების სასახლე, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, აღიჭურვა ნივთებით, რომლებიც “ისტორიულად დამახასითებელი იყო მსგავსი ტიპის შენობებისთვის საქართველოში”.

პრეზიდენტის რეზიდენციაში მოხვედრილ ნივთებს შორისაა “ანტიკვარული ლუი მეთხუთმეტეს სტილის მაგიდა და კარადა.”

როგორც პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, კონსტანტინე ნაცვლიშვილი ამბობს, ეს ნივთები სალომე ზურაბიშვილის მამის საკუთრება იყო, ახლა კი პრეზიდენტმა საჩუქრად გადასცა საქართველოს და ისინი ორბელიანების სასახლეში დაიდებენ ბინას.

ამას გარდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეიძინა “კულტურული ფასეულობის მქონე ძველი ავეჯი და ინვენტარი”.

ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1 200 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც, პრეზიდენტის მრჩეველის თქმით “80 ათასი ლარის ეკონომია გაკეთდა.”

გურიის მოამბე