საქართველომ ფიჯისთან უშანსოდ, დიდი ანგარიშით წააგო

საქართველომ ფიჯისთან უშანსოდ, დიდი ანგარიშით წააგოსაქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასზე ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან 10:45 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფიჯელებმა 7:3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი, საწყის 10 წუთში „ბორჯღალოსნებმა“ 2 ლელო გაუშვეს. 54-ე წუთზე მამუკა გორგოძემ დადო ლელო და ანგარიში 10:17 გახდა.

61-დან 71-ე წუთამდე ფიჯელებმა კიდევ 3 ლელო დადეს და 3-ვე გარდასახვა ზუსტად შეასრულეს. ამის შემდეგ მათ მე-7 ლელო დადეს, ვოლავოლამ გარდასახვა ისევ ზუსტად შეასრულა და საბოლოოდ საქართველო 10:45 დამარცხდა.