სასამართლომ რუსთავი 2-ს ყადაღა დაადო და აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღო

სასამართლომ რუსთავი 2-ს ყადაღა დაადო და აქიმიძე-დვალის სარჩელი წარმოებაში მიიღოჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ სასამართლომ დვალისა და აქიმიძის სარჩელი წარმოებაში მიიღო.

“სასამართლოდან დამირეკეს, დღე კარგად დაიწყო ?
რუსთავი 2-ის საქმეზე 2 ახალი ამბავი გვაქვს:

1. აქიმიძის და დვალის სარჩელი მიღებულია წარმოებაში
2. დაკმაყოფილდა ჩვენი შუამდგომლობა და რ2-ის 60% წილს დაედო ყადაღა.
✌️✌️” – დაწერა კახა კოჟორიძემ ფეისბუქში.

ადვოკატმა უფრო ვრცელი კომენტარიც გააკეთა.

„სარჩელის შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სარჩელი არის თუ არა ფორმალურად გამართული. მტკიცებულებები, მოთხოვნები და ა.შ. შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას სარჩელის განსახილველად წარმოებაში მიღების შესახებ. სწორედ ეს გადაწყვეტილება იქნა სასამართლოს მიერ მიღებული ანუ, სარჩელი წარმოებაში მიიღო სასამართლომ, რაც ნიშნავს იმას, რომ განხილვაზე ვერ გვეტყვიან უარს. იქნება განხილვა. სასამართლო მოისმენს ჩვენს და მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებებს.

მეორე ამბავი, რაც გვაქვს, არის ის, რომ ჩვენ სარჩელშივე გვქონდა დაყენებული შუამდგომლობა იმის შესახებ, რომ რადგანაც ვდავობთ 60 % წილზე, ამ 60% წილს ყადაღა დადებოდა, რადგან არსებობდა იმის საშიშროება, რომ დავის დასრულებამდე ქიბარ ხალვაშს ეს გაეყიდა. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა და „რუსთავი 2“-ის 60 % წილს ყადაღა დაედო. ჩვენ დღეს ჩავიბარებთ სასამართლოს ამ განჩინებას და შემდეგ საჯარო რეესტრში წავიღებთ და უკვე ოფიციალურად დარეგისტრირდება ყადაღა „რუსთავის 2“-ის 60%-იან წილზე“, – უთხრა ინტერპრესნიუსს კახა კოჟორიძემ.