სასტუმრო გორთან მანქანამ მამაკაცი გაიტანა – მამაკაცი დაიღუპა

სასტუმრო გორთან მანქანამ მამაკაცი გაიტანა - მამაკაცი დაიღუპაცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სასტუმრო “გორთან” მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მამაკაცი შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.

ავარიის შედეგად მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა, ამ წუთებში კი სრულად აღდგენილია.