„ასეთ სამარცხვინო კაცს, როგორიც ბიძინაა, სუფრაზე არ დავსვამ და სუფრაზე არ დავუჯდები, რად მინდა მასთან ძმაკაცობა“, – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა newpost tv-ის გადაცემაში „ინტერვიუ ვანიჩკასთან“ განაცხადა.
გადაცემის ავტორმა და წამყვანმა, ჟურნალისტმა ვანო პავლიაშილმა რესპოდენტს ის დრო გაახსენა, როცა ივანიშვილს პრემიერობას სთავაზობდა.
ნათელაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თაღლითი იყო, ის ყიდდა ფრანგულ სუნამოებს, რომელშიც „ტრაინოი ადეკალონი“ ესხა.
„ბიძინა არის ჩემი კარის მეზობელი, სადაც ოფისი აქვს ახლა. ჩემი და ცხოვრობდა იქ და მეც იქ ვცხოვრობდი. ბიძინა ყიდდა ფრანგულ სუნამოებს, როგორც გაირკვა მერე, იმ სუნამოებში საბჭოთა „ტრაინოი ადეკალონი“ ესხა, ამაშიც თაღლითი იყო. ის ყიდდდა სამზარეულოს გარნიტურებს, სამსახურიდან რომ მოვდიოდი, გვხვდებოდა ბიძინას ფოთიდან ჩამოტანილი ავეჯი. კომუნიკაცია არ მქონდა ბიძინასთან, ერთადერთხელ მოვიდა ჩემს დასთან ნინოსთან, მაგისი ძმა როა, რა ჰქვია არ მასხოვს, დიდი თავი რომ აქვს და გვითხრა, რომ დაიჭირესო ჩემი ძმა. მოსკოვში დაუჭერიათ ერთი ვაგონი კონიაკი სპირტით, საიდან მოიტანეს, მაგდენი არ ვიცი. იქნებ, დაგვეხმაროთო. ჩვენ მაშინ საბჭოთა კავშირის პროკურატურა ვიყავით, მე ვიკავებდი საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის თანამდებობას. მე ახლა ვერ დავრეკავდი მოსკოვში და ვერ ვეტყოდი, ჩემს მეზობელს ერთი ვაგონი კონიაკი სპირტი დაუყადაღეს და ეგებ, დაეხმაროთო. მაშინვე იფიქრებდნენ, რომ მეც მაგათ წილში ვიყავი, ამიტომ შეუთვალე, რომ მე ეგეთ საკითხებს ვერ ვაგვარებ და ამიტომ, ბოდიში მოვუხადე.
ასეთ სამარცხვინო კაცს, როგორიც, ბიძინაა, სუფრაზე არ დავსვამ და სუფრაზე არ დავუჯდები, რად მინდა მასთან ძმაკაცობა“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ჰოთნიუსი

