თბილისში გოჩა ვეფხვაძე დაჭრეს და შარტავაზე ლექსუსიდან გადმოაგდეს

თბილისში გოჩა ვეფხვაძე დაჭრეს და შარტავაზე ლექსუსიდან გადმოაგდესსავარაუდოდ ცივი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი გოჩა ვეფხვაძე შარტავას ქუჩაზე ვერცხლისფერი ლექსუსიდან ჩამოაგდეს.

ამ დროისთვის, მამაკაცი რეგიონულ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

თავდაპირველად შემთხვევა ლისის ტბასთან მოხდა.

“გოჩა დაჭრილი მოიყვანეს და დააგდეს აქ, ყველამ დაინახა” – აცხადებს ვეფხვაძის დეიდაშვილი.

დაჭრილის ახლობლების თქმით იგი უცხოეთიდან ახალი დაბრუნებული იყო. ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქმე  236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.