შოთა დარბაისელმა ელდარ ივანელაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა – შემზარავი ტრაგედია საგარეჯოში

შოთა დარბაისელმა ელდარ ივანელაშვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა - შემზარავი ტრაგედია საგარეჯოშიდღეს დილის 11 საათზე მკვლელობა მოხდა საგარეჯოში. მოკლულია 2 ადამიანი. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცმა საგარეჯოს ცენტრში, სანადირო თოფით 70 წლამდე კაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

ადგილობრივების თქმით, შოთა დარბაისელმა ხორცის მაღაზიის მეპატრონეს ელდარ ივანელაშვილს რამდენჯერმე ესროლა და შემდეგ იმავე იარაღიდან გასროლით თავი მოიკლა.

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილებს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ.
უფრო კონკრეტულად, საქმე ეხება 20 წლის წინ მომხდარ ამბავს, როდესაც შოთა დარბაისელმა ივანელაშვილისთვის ცივი იარაღით დაზიანებების მიყენება სცადა, თუმცა, მას შემდეგ მათ შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

დღეს, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე, დარბაისელი ხორცის მაღაზიაში მივიდა და ივანელაშვილს ფული სთხოვა.

გურჯაანში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც დარბაისელი დარწმუნდა, რომ ივანელაშვილი გარდაცვლილი იყო, თვითონაც დაიხალა ტყვია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.