შოთა ჭიჭიაშვილის გასვენების შემდეგ რესტორანში მანქანა შევარდა – 3 ადამიანი დაშავდა

შოთა ჭიჭიაშვილის გასვენების შემდეგ რესტორანში მანქანა შევარდა - 3 ადამიანი დაშავდაკრიმინალური ავტორიტეტის შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე ინციდენტი მოხდა.

“კურიერის” ინფორმაციით, უცნობი პირი ახმეტის ერთ-ერთ რესტორანში მსუბუქი ავტომობილით შევარდა, იქ, სადაც ჭიჭიაშვილის დაკრძალვის შემდეგ გარდაცვლილის ახლობლები შეიკრიბნენ. შემთხვევის შედეგად 3 პირი დაშავდა.

ერთ-ერთს პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარდა, დანარჩენი 2 ახმეტის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ერთ-ერთი დაშავებულის თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.

ექიმების ინფორმაციით, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ.

კრიმინალური ავტორიტეტი შოთა ჭიჭიაშვილი, უკრაინაში სპეც.ოპერაციის დროს 2 ოქტომბერს მოკლეს.

“კურიერს” შს სამინისტროში ახმეტაში მომხდარის შემთხვევის შესახებ დაუდასტურეს, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ ინციდენტი კრიმინალურ ავტორიტეტ შოთა ჭიჭიაშვილის დაკრძალვას არ უკავშირდება. ფაქტზე მოკვლევა 276-ე მუხლით დაიწყო.