შინაგან საქმეთა სამინისტრო “გამარჯვებული საქართველოს” წევრის გურამ ჩალაგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
“საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს. მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

