შსს-ს აღიარება და სკანდალური დოკუმენტი  20 ივნისის აქციაზე

შსს-ს აღიარება და სკანდალური დოკუმენტი  20 ივნისის აქციაზე“დოკუმენტი არის პირდაპირი მტკიცებულება გიორგი გახარიას წინააღმდეგ”
შსს-ს აღიარება და სკანდალური დოკუმეტი. 20 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა არ იცოდნენ რა მოხდებოდა და რა შედეგი დადგებოდა იმ შემთხვევაში თუ არ დაიშლებოდნენ. ადამიანი, რომლების ოკუპაციასა და გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ გახარიას და მის უწყებას წინასწარ არ გაუფრთხილებია , რომ მათ დაშლას ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით აპირებდა. ეს ყველაფერი მტკიცდება დოკუმენტით, რომელიც 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატს აქვს და რომელიც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გახარიას უწყებისგან გამოითხოვა.

ბასილაიას თქმით, დოკუმენტი არის პირდაპირი მტკიცებულება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. შსს ვალდებული იყო, რომ განემარტა რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმებოდა იმ შემთხვევაში თუ არ დაიშლებოდნენ.
“შსს-მ ცრემლსადენი გაზისა და ტყვიების გამოყენების არ აცნობა მომიტინგეებს, უფრო მეტიც, უწყების პოზიციაა, რომ ადგილზე გაფრთხილება აზრს მოკლებული იყოო, ანუ მათ ჩათვალეს რომ მოქალაქეებზე უნდა დაეშინათ ტყვიები და რუსთავრლზე უნდა გაეშვათ ცრემლსადენი გაზი ისე, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს ამის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ უნდა ჰქონოდათ. გახარიას ჰქონდა პირდაპირი ინსტრუქტაჟი, თუმცა ეს არ იქნებოდა ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე , რომ შური ეძიებინა საქართველოს იმ მოქალაქეებზე, ვინც ღიად და თამამად გააპროტესტა გავრილოვის უმსგავსობა.
ძალისგამოყენების შესახებ გაუფრთხილებლობაზე საუბრობენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ყველა მათგანი მომხდარი პასუხისგებლობა აისრებს შსს-ს და ხელისუფლებას და არ გამორიცხავენ, რომ ეს ყოფილიყო წინასწარ მოწყებილი პროვოკაცია, რომელიც მიმართული იყო აქციის მონაწილეებისკენ.
“ზურა ამბობ, რომ სადაც გულანთებული ხალხი იდგა და სადაც ანწუხელიძეს ყვიროდნენ, ზუსტად იმ ხალხს ესროდნენო. ბიზნესს ებრძვიან, ტელევიზიებს ებრძვიან, მაგრამ მე მებრძვიან, ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომ ოჯახს ებრძვიან. ეს იყო მთავრობის მოწყობილი ამბავი და მოაწყვეს პროვოკაცია” – აცხადებს 20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ბუდაღაშვილის დედა.

ნიუპოსტი