სოლსკიაერი: ”ლუკაკუს და სანჩესის გაშვებას არ ვნანობთ”

სოლსკიაერი: ”ლუკაკუს და სანჩესის გაშვებას არ ვნანობთ”მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიააერმა განაცხადა რომ ის ლუკაკუს და ალექსის სანჩესის გაშვებას არ ნანობს, რადგან მათი წასვლის შემდეგ შანსი ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოეცემათ. სოლსკიაერის თქმით ის დარწმუნებულია რომ მანჩესტერი კრიზისს დაძლევს:

”ბევრი ფიქრობს რომ ჩვენი გამოცდილი ფეხბურთელები გვაკლია, მაგრამ მე ასე არ მივიჩნევ. ლუკაკუ და სანჩესი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ წასვლას არ ვნანობ. ყოველთვის წინ უნდა იყურო და ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი მისცე”.