სუსის უფროსად მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

სუსის უფროსად მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე დასამტკიცებლად მთავრობამ პარლამენტს გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.
ის განსახილველად თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს უკვე გადაეცა.

პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სუსის ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილი ამ დრომდე ვახტანგ გომელაურის მოადგილედ მუშაობდა.