სუსმა ”ოცნების” 4 მაღალჩინოსანი დააკავა – სპეცოპერაცია ქარელში

სუსმა ”ოცნების” 4 მაღალჩინოსანი დააკავა - სპეცოპერაცია ქარელშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის ოთხი მაღალჩინოსანი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა.

როგორც ცნობილი გახდა, სპეცოპერაცია წუხელ გვიან ღამით ჩატარდა. დაკავებულია დირბის გამგებელი და საკრებულოს წევრი გიორგი გოგაშვილი და ასევე, მერიის მაღალჩინოსანი სოსლან ქვრივიშვილი.

როგორც “ნიუპოსტს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყება მხოლოდ ორი პირის დაკავებას ადასტურებს, დამატებით ინფორმაციას კი, მოგვიანებით გაავრცელებენ.