ტაიფუნ ჰაგიბისს იაპონიაში მიწისძვრა დაემატა – 7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ტაიფუნ ჰაგიბისს იაპონიაში მიწისძვრა დაემატა - 7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდაიაპონიაში სტიქია მძვინვარებს – ტაიფუნი და მიწისძვრა ერთდოულად მოხდა, ქვეყანაში დაფიქსირდა ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი ტალღები, – ინფორმაციას DAILYMAIL-ი ავრცელებს.

5.7 მაგნიტუდის ბიძგების შემდეგ 7.3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა, რომლის დროსაც გარდაიცვალა 2 ადამიანი შტორმში მოყოლის შედეგად.

კოკისპირული წვიმა და ტორნადოს სიმძლავრის ქარები მოქმედებენ იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე.. გავრცელებული ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს წარმოადგენს.

ტაიფუნი „ჰაგიბისი“-ს დამანგრეველი მოქმედებების გამო მსოფლიო ჩემპიონატის ორი მატჩი გადაიდო, ასევე გაუქმდა ფრენები ტოკიოს რეგიონში.

მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, არის საშიშროება გახშირდეს მეწყერთა რაოდენობა, რაც მსხვერპლის ალბათობას ზრდის.

მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქვეყნის 12 პრეფექტურაში, მათ შორის ტოკიოში განგაშის უმაღლესი დონე გამოაცხადა. აშშ-ს გეოლოგიური კვლევის ბიურომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრა მოხდა ოკეანეში ტოკიოსთან ახლოს.

სტიქიის შედეგად დაზიანდა შენობები და ავტომობილები.

ნიუპოსტი