ტელეიმედში განადგურებულია ტექნიკა და კომპიუტერები – ”არ ვიცით, რა იქნება 1 საათის შემდეგ”

ტელეიმედში განადგურებულია ტექნიკა და კომპიუტერები - ”არ ვიცით, რა იქნება 1 საათის შემდეგ””იმედის” იურისტის თქმით, ჰაკერული შეტევის გამო ტელეკომპანიაში განადგურებულია ძვირადღირებული ტექნიკა და კომპიუტერები.

„ახლანდელი მდგომარეობით „იმედი“ ეთერშია, „მაესტრო“ კი ვერ მაუწყებლობს, გაფუჭებული და განადგურებულია კომპიუტერები, მათ შორის ძვირადღირებული ტექნიკა, სისტემაზე ბოლომდე წვდომა კვლავაც არ გვაქვს. სავარაუდოდ ეს არის კიბერშეტევა, ველოდებით გამოძიებას. არ ვიცით რა იქნება, ხვალ ზეგ ან თუნდაც 1 საათის შემდეგ” – აცხადებს ტელეკომპანიის იურისტი.

ჰაკერული თავდასხმის გამო, დღის განმავლობაში საქართველოში 2000-მდე ვებგვერდი ამ დრომდე გათიშულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე მუხლით დაიწყეს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

ბოლო მონაცემებით, ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, საქართველოს პრეზიდენტის, საერთო სასამართლოებისა, თბილისის სააპელაციო სასმართლოს, სინფორმაციო სააგენტო “Dianews.ge”-ზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს, ბათუმის მერიის, ქუთაისის მერიის, მედიასაშუალება topnews.com.ge-ს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” და “საზოგადოება და ბანკების” ვებგვერდებზე.

აღნიშნულ საიტებზე გადასვლისას მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით “I’LL BE BACK” (მე დავბრუნდები).

ნიუპოსტი