ტერ შტეგენმა სუარესი შეაქო

ტერ შტეგენმა სუარესი შეაქობარსელონას მეკარემ მარკ ანდრე ტერ შტეგენმა ინტერთან გამარჯვების შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა ეს შედეგი დაიმსახურა. ტერ შტეგენმა ლუის სუარესზეც ისაუბრა და თქვა, რომ სუარესმა კრიტიკოსებს ღირსეულად უპასუხა თავისი გოლებით:

”კრიტიკა ყოველთვის ადვილია, მაგრამ მოედანზე ფეხბურთელები თავის საქმეს აკეთებენ. სუარესმა ორი ლამაზი გოლი გაიტანა, რომლის წყალობითაც გავიმარჯვეთ და მან ქება დაიმსახურა. მიხარია რომ მესიმ ტრავმა მოირჩინა, რადგან მასთან ერთად წარმატების მიღწევა გაცილებით იოლია”.