თამთა თოდაძე – ”ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას, რომ გავექეცი, მერე მცემა”

თამთა თოდაძე - ”ისნის მაჟორიტარი ილია ჯიშკარიანი სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას, რომ გავექეცი, მერე მცემა”ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე “ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

ჯიშკარიანის თანაშემწეს ძალადობის კვალი მომხდარიდამ ერთი კვირის თავზეც ეტყობა და მას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს.

თოდაძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მან ნასვამ უფროს სექსუალურ ურთიერთობაზე უარი განუცხადა, ჯიშკარიანი გაბრაზდა და კაბინეტში ყველაფერი დალეწა.

ინფორმაციას “მთავარი”ექსკლუზიურად ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დეპუტატის შვილი სუს-ში მუშაობს, ამიტომ დაზარალებულს ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

“სექსუალურად შეეცადა ჩემზე ძალადობას, რომ გავექეცი, მერე მცემა”- აცხადებს ახალგაზრდა ქალი.
მომხდარზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. ისნის მაჟორიტარის ბიუროში ჩხრეკა ჩატარდა, ამოიღეს დაზიანებული ნივთები, თუმცა ჯიშკარიანი ამ დრომდე არ დაუკითხავთ.

ნიუპოსტი