თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით დატოვა

თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით დატოვამე ეჭვიც არ მეპარება, ის თანამდებობის პირი და საკრებულოს დეპუტატი კი არა, უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, დანაშაულის ადგილას მაშინვე მივიდოდნენ და იმ დღესვე მოხდებოდა მისი გამოკითხვა, – ამის შესახებ ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში მისვლის შემდეგ, „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას საკრებულოს თანამშრომელმა თამთა თოდაძემ განაცხადა.

თოდაძის განმარტებით, აღნიშნული ბრალდების ქვეშ არ მოხვდა დანაშაულის ადგილზე სწრაფად ჩასვლა, არ მოხვდა ილია ჯიშკარიანის დროულად დაკითხვა და მხოლოდ მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე, როდესაც უშუალოდ საზოგადოებამ მოითხოვა მისთვის ბრალის წაყენება.

„სანამ ეს ყველაფერი არ გასაჯაროვდა, მანამდე ამ საქმეს არ ჰქონია ისეთი რეაგირება, როგორიც უნდა ჰქონოდა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ბრალდების ქვეშ არ მოხდა დანაშაულის ადგილზე სწრაფად ჩასვლა, არ მოხდა ამ ადამიანის დაკითხვა და მხოლოდ მაშინ დაიბარეს გამოკითხვაზე, როდესაც უშუალოდ საზოგადოებამ მოითხოვა მისთვის ბრალის წაყენება. მე ეჭვიც არ მეპარება, ის თანამდებობის პირი და საკრებულოს დეპუტატი კი არა, უბრალო მოქალაქე რომ ყოფილიყო, დანაშაულის ადგილას მაშინვე მივიდოდნენ და იმ დღესვე მოხდებოდა მისი გამოკითხვა. თუმცა რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩვენ ველოდეთ ღამის 2-3 საათამდე. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მოხდება სრული სამართლის დაცვით და ამ ქვეყანაში სამართლიანობა დაცული იქნება“, – განაცხადა თამთა თოდაძემ.

მოგვიანებით ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოში თამთა თოდაძის გამოკითხვა დასრულდა. თამთა თოდაძემ პოლიციის სამმართველო ტირილით, ადვოკატთან ერთად დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე „ქართული ოცნების” დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.