თეა წულუკიანი – “პრეზიდენტი რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შეწყალების საქმეზე საუბრობს. მინისტრმა მედიასთან ღიად თქვა, რომ “პრეზიდენტი რომ იყოს, აუცილებლად ესტუმრებოდა პროკურატურას”.

“მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას… მე არ გახლავართ პრეზიდენტი, რომ ვიყო, აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას. ყველას უნდა გვესმოდეს – მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. როდესაც გამომძიებელს, გამომძიებელ პროკურორს აქვს კითხვები, ჩვენი ვალია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა, რომ ამ კითხვებს გავცეთ პასუხი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი, როგორც იუსიტიციის მინისტრის, პოზიციაა და იმედი მაქვს, ძალიან ბევრი მოქალაქე ამ ქვეყანაში ამ პოზიციას იზიარებს“ – თქვა მან.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა მკვლელობისთვის მსჯავრდებული სამი პირი შეიწყალა.

20 სექტემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შეწყალების სკანდალზე გამოძიება დაიწყყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი