თელავში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული რევაზ კეკელიძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის თელავის რაიონულ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
თელავში ჭონქაძის ქუჩაზე 48 წლის ნონა ლაზარიაშვილი ყოფილმა ქმარმა ერთი კვირის წინ სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა. ამის შემდეგ მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თვითდაზიანება მიიყენა.
როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროდან აცნობეს, საქმე სსკ-ის მე-11 პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით აღიძრა.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი, სანადირო თოფი უკვე ამოიღო. სამართალდამცვავებმა სავარაუდოდ დაკითხეს გარდაცვლლი ქალის შვილი, რომელმაც დედა პირველმა იპოვა.
ნიუპოსტი
თელავში მამაკაცმა ყოფილი ცოლი ნონა ლაზარიაშვილი შვილების თვალწინ მოკლა

