თინა ბოკუჩავა – ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობს

თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობსბოკუჩავას განცხადებით, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემა, კიდევ ერთხელ ადასტურებს კრემლთან კავშირებს.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, რუსი ჰაკერის იაროსლავ სუმბაევის რუსეთისთვის გადაცემა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ბიძინა ივანიშვილი კრემლთან თანამშრომლობს.

„ეს გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილი კრემლის მაღალჩინოსნებთან თანამშრომლობს. საინტერესოა, ამ შემთხვევაშიც თუ მოიკითხა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, მოხდებოდა თუ არა ამ პირის ადამიანის უფლებების დარღვევა. სრული ცინიზმია, როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრი პუტინის რეჟიმთან დაკავშირებით, ასეთ განცხადებებს აკეთებს,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჰაკერი, იაროსლავ სუმბაევი რუსეთის მხარეს უკვე გადასცეს.