თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყოთურქეთმა და სირიის ეროვნულმა არმიამ სირიაში სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. „ჩვენი მიზანია ტერორისტული დერეფნის განადგურება და რეგიონში მშვიდობის დამყარება“, – წერს თურქეთის პერზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდორანი „თვითერის“ საკუთარ გვერდზე.

„ჩვენ დავიცავთ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონის ხალხს გავათავისუფლებთ ტერორისტების ბრჭყალებისგან“, – აცხადებს პრეზიდენტი.

სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელი, მუსტაფა ბალი აცხადებს, რომ თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაზე ავიადარტყმები განახორციელა. „ხალხში პანიკაა“, – წერს ბალი „თვითერის“ გვერდზე.

ქურთული მხარის ინფორმაციით, თვითმფრინავები აქტიურად ამუშავებენ მათ პოზიციებს – გაისმა რამდენიმე დიდი აფეთქების ხმა ჩრდილო აღმოსავლეთით თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ ალ-აინში.